შიგთავსზე გადასვლა

“ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა” არასაბავშვო თავგადასავალი

ექვსი წლის ვიყავი ეს წიგნი რომ მაჩუქეს. 2002 წელი იყო და მახსოვს დედამ მომიტანა საჩუქრად რადგან იმ წელს სკოლაში არ მივდიოდი და ნაწყენი ვიყავი. პირველივე წინადადებიდან შემიყოლია და მახსოვს ორი ღამე გავათენე ზედიზედ კითხვაში. ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრილს ჭამაც კი მავიწყდებოდა იმდენად ვიყავი შეპყრობილი ამ წიგნით.

Wallpaper Samsung: Slytherin_Xảo quyệt  Gryffindor_mạnh mẽ Hufflepuff_trung thành Ravencla...... #wallpaperforyourphone Wallpaper Samsung: Slytherin_Xảo quyệt  Gryffindor_mạnh mẽ Hufflepuff_trung thành Ravencla...  #harrypotteriphonewallpaper #wallpapersamsunggalaxyblue #wallpapersamsunggalaxydisney #wallpapersamsunggalaxyvintagebackgrounds

ჰარი ჯეიმს პოტერი თავის მეთერთმეტე დაბადების დღეზე შეიტყობს საიდუმლოს, რომელსაც დეიდა და ბიძია ამდენი ხნის განმავლობაში საგულდაგულოდ უმალავდნენ.

ჰარი ობოლი ბიჭია და დეიდა ზრდის. ის არის “ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა”. ჯადოსნურ სამყაროში ბავშვებმაც კი იციან მისი სახელი თვითონ კი ამ ყველაფრისგან შორს, მაგლურ სამყაროში იზრდება, სადაც მუდმივად გრძნობს რომ ზედმეტია და არავის უყვარს. ეს ერთადერთი წიგნია, რომელიც თავიდან ბოლომდე რვაჯერ მაქვს წაკითხული და ყოველ წაკითხვაზე სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ამ პატარა ბიჭის თავგადასავალი არც ისე საბავშვო ამბავია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ჰარი ერთადერთი ბიჭია რომელსაც ზაფხულის არდადეგები სძულს. მეც შემძულდებოდა ზაფხულის არდადეგები დერსლებთან რომ ვცხოვრობდე და მუდმივად მახსენებდნენ, რომ მათთვის ტვირთი ვარ, რცხვენიათ ჩემი და როგორც გიჟს ისე მიყურებდნენ.

Warner Bros. Studio Tour London - The Making of Harry Potter - Platform 9 3/4  mypoppet.com.au

ჰარის ნამდვილი სახლი ჰოგვორტსია, მაგიისა და ჯადოქრობის სკოლა. მხოლოდ აქ ჰყავს მეგობრები. რონ უისლი და ჰერმიონ გრეინჯერი. რონი წითური ბიჭია ღარიბი ოჯახიდან და ძალიან ამაყობს ჰარისთან მეგობრობით. მას ხომ ძალიან უნდა, რომ რაღაც ისეთს მიაღწიოს, რისთვისაც ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას დაიმსახურებს. ჰარი კი პირიქით, ვერც კი იაზრებს რის გამო აშტერდება ხალხი და რატომ იცნობს მთელი მაგიური სამყარო, ის ხომ კიბის ქვეშ, დერსლების საკუჭნაოში გაიზარდა. ჰერმიონი მაგლების ოჯახშია დაბადებული თუმცა უფრო შრომისმოყვარე და მონდომებულ ჯადოქარს ძნელად თუ შეხვდებით ის ბიჭებს ყოველთვის იმ დეტალებზე მიუთითებს, რომლებსაც ისინი ვერ ამჩნევენ და არასოდეს იბნევა რთულ სიტუაციებში.

18+ Trendy Quotes Aesthetic Harry Potter #quotes

პოტერიადის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი ალბუს დამბლდორია. ჰოგვორტსის მოხუცი დირექტორი. ბრძენი, რომელსაც ყოველთვის ყველა კითხვაზე აქვს პასუხი და რომელთან საუბარიც, კარგი წიგნის წაკითხვას უდრის.

სევერუს სნეიპი ჰოგვორტსის ოთხი კლუბიდან ერთ-ერთის სლიზერინის ხელმძღვანელი და შხამ-წამლების ოსტატია. ის დანახვის დღიდან ვერ იტანს ჰარის და შესანიშნავი სამეულისათვის სნეიპი თავსატეხებთან და დიდ პრობლემებთან ასოცირდება.

ვოლდემორი მთავარი მაგიური ბოროტებაა. vole de mort ფრანგულიდან ითარგმნება როგორც სიკვდილისგან გაქცევა. ვოლდემორმა დახოცა ჰარის მშობლები. ის შიშის ზარს სცემდა ჯადოსნურ სამყაროს და ჰარი სწორედ მის მიერ ნასროლ მომაკვდინებელ შელოცვას გადაურჩა. ვოლდემორმა ძალა დაკარგა და სწორედ ასე გახდა ჰარი ბიჭი, რომელმაც დაამარცხა ის, ვისი სახელიც არ ითქმის.

დრაკო მალფოი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგიური ოჯახის შვილია,პატივმოყვარეობა სისხლში აქვს გამჯდარი და ჰარი მისთვის მთავარი კონკურენტია. დრაკო ყოველთვის ცდილობს ჰარისა და მის მეგობრებს პრობლემები შეუქმნას რადგან ჰარის აქვს ის რაზეც დრაკო ოცნებობს სახელი და დიდება მაგიურ სამყაროში.

იარა

ჰარის შუბლზე ელვასავით გაკლაკნილი იარა აქვს. ის აღბეჭდილია, როგორც რჩეული. ის არის ბიჭი, რომელიც ცოცხალი გადარჩა. იარა ასევე სიმბოლოა იმ სიყვარულისა, რომლითაც ჰარის მშობლებმა თავი გასწირეს მის გამო და ყოველთვის, როდესაც ჰარი ბოროტებას შეეჩეხება იარა ტკივილს აყენებს. ელვასავით გაკლაკნილი ნაიარევი ყველაფერია რასაც ჰარი წარმოადგენს თავისი არსით.

სარკე სილივრუს სარკე იმ სურვილების სიმბოლოა, რომლის შესახებაც ჰარი არ ფიქრობს. ჰარის ცხოვრება ჰოგვორტსში უზრუნველია. მეგობრებიც ჰყავს, დერსლებისაგან განსხვავებით აქ ის უყვართ და საფრთხეც არ ემუქრება თუმცა ჰარის ოჯახი აკლია. საკუთარი სისხლი და ხორცი, რომელიც არასოდეს მიატოვებს.

ამ წიგნის ბოლოს, ჰარი პირველად შეხვდება თერთმეტი წლის შემდეგ მას, ვინც ოჯახი წაართვა. პირველად დადგება არჩევანის წინაშე სწორსა და მარტივს შორის და პირველად აღმოაჩენს რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის სწორი არ არის.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: