შიგთავსზე გადასვლა

“მიტაცებული სახლი”

ალბათ იშვიათი ოსტატობა ჭირდება ორ გვერდში ჩაატიო ისეთი მოთხრობა როგორიც ხულიო კორტასარის “მიტაცებული სახლია” ისევე როგორც “კლასობანა” ეს ორი გვერდიც თავის თავში სამ სხვადასხვა წახნაგს აერთიანებს. ერთნი ამბობენ, რომ ამ მოთხრობის მთავარი არსი პოლიტიკურია და არგენტინის ბედზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მეორენი მის ადამიანურ მხარეზე მსჯელობენ. ვისაც მოთხრობა წაგიკითხავთ გეცოდინებათ, რომ ეს არის და-ძმის ისტორია, რომლებიც მშობლების ძველ სახლში ცხოვრობენ და მათი ურთიერთობაც ერთობ საკამათო თემაა.

Julio Cortázar, por Sara Facio.

ეს ორი ადამიანი ისე თანაცხოვრობს, რომ მათი ცალ-ცალკე წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ერთ-ერთ პასაჟში, თავად მთხრობელი ამბობს, რომ ამ სახლში ადამიანებს ისე შეუძლიათ იცხოვრონ, რომ ერთმანეთს არც კი გადაეყრებიან.

სახლი შეიძლება პლაცენტასაც კი შევადაროთ, რომელიც ეკვრის ახალშობილს გარშემო და გარე სამყაროსაგან იცავს. მითუმეტეს, რომ გმირების ინფანტილიზმი თვალნათლივ ჩანს და რაღაც მხრივ ახალშობილის სიმშვიდესა და უდარდელობას გვაგონებს.

გარედან შემომავალი საფრთხე კი გმირების კომფორტის ზონაში იჭრება და განადგურებით ემუქრება მას. აქვე საინტერესოა, რომ კორტასარი ხაზს უსვამს, რომ ირენე ქსოვს. ქსოვა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც მოთმინების სიმბოლო. ირენე ქსოვს, და მხოლოდ მაშინ შეწყვეტს ქსოვას, როდესაც მისი მოთმინება ამოიწურება და ამ ყველაფრისგან გაქცევას მოინდომებს.

მთხრობელსა და ირენეს შორის ურთიერთობა ერთობ ბუნდოვანია. თუ ამ სახლს წარმოვიდგენთ როგორც ედემს მაშინ გასაგები გახდება ავტორის მიერ გამოყენებული ფრაზა “უბრალო, მშვიდი, და-ძმური ქორწინება. რასაკვირველია, რომ ირენესა და მთხრობელს შორის იმაზე მეტი იყო ვიდრე უბრალო თანაცხოვრება.

Steven Arnold: Galactic Adam and Eve

რაც შეეხება “ედემს” ეს ჩემი გამონაგონი არ არის. ნაწილი კრიტიკოსებისა, როგორც უკვე ვთქვი მოთხრობას განიხილავს როგორც ადამიანთა სწრაფვას გაემიჯნოს ცივილიზაციას და დარჩეს კომფორტის ზონაში. სწორედ ედემი იყო ის კომფორტის მთავარი ზონა, რომლიდან გამოსვლის შემდეგაც, ადამიანმა ცივილიზაცია შეიცნო.

ზოგადად, კორტასარს ძალიან უყვარს თამაში მკითხველთან და გამონაკლისი არც ეს მოთხრობაა. ის არასოდეს ამბობს სათქმელს პირდაპირ და ყოველთვის მკითხველის ინტელექტს ენდობა. ფაქტია, რომ ამ პატარა მოთხრობას ძალიან დიდი ქვეტექსტი აქვს მოცულობისაგან განსხვავებით.

იმ გასაღებით, რომლითაც ამ სახლის კარი იხსნება, რაღაც ახალი იწყება. გმირები საკუთარ კომფორტის ზონას ტოვებენ და ყველაფერს რაც მანამდე იყო ტოვებენ იქ, იმ სახლში. შეუძლებელია სხვა რეალობის შექმნა უკვე არსებულის შიგნით. ამიტომ ყველა ოდესღაც ტოვებს დედის წიაღს ან/და ედემს და პირისპირ რჩება სამყაროსთან.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: