შიგთავსზე გადასვლა

“ჯაყოს ხიზნები”

იმის თქმა, რომ ცოტას ვკითხულობ შეუძლებელია. ეს ერთ-ერთი ის წიგნია, რომელიც ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ჩემთვის. წიგნი თავიდან ბოლომდე ალეგორიულია, მაგრამ ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ. ლიტერატურაში, სიმბოლო უდრის ყველაფერს, მათ შორის, საკუთარ თავსაც.

Image result for ჯაყოს ხიზნები

მარგოს, ჯაყოსა და თეიმურაზის ამბავი იმგვარადაა დაწერილი, რომ იმ ხნის განმავლობაში, რაც “ჯაყოს ხიზნებს” გავდიოდით ჩვეულებრივად დეპრესია დამემართა და მეზიზღებოდნენ ადამიანები თავიანთი უსუსურობის გამო.

ის, რომ თეიმურაზს ჯაყომ ცოლი გაუბახა არ არის გასაკვირი, თეიმურაზი იმდენად უუნარო იყო რომ ასეთი რამ რა თქმა უნდა მოხდებოდა. მოძალადის მიმართ ამხელა მორჩილება უკვე გულის ამრევია. წინა პოსტში ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თეიმურაზის გაღატაკების ხაზგასმაა ის, რომ წიგნებსაც კი გაყიდის. გავიხსენოთ როგორ ახასიათებს თეიმურაზს ავტორი, წიგნის ჭიააო. ალეგორიული გაგებითაც გნებავთ ინტელიგენცია ვიგულისხმოთ გნებავთ ჩვენი ქვეყანა. ფაქტია, რომ თეიმურაზი იმასაც კი კარგავს რითაც აღინიშნება. ის თავისი პიროვნების ნაწილს ყიდის.

აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, დასაწყისში, ჯაყო მარგოს აუპატიურებს. ძალადობით იპყრობს ხოლო შემდეგ უკვე ვხედავთ მარგოს რომელიც შეეჩვია ამ ძალადობას და უკვე ნებაყოფლობით წვება ჯაყოსთან. ეს რომ რეალობაში გადმოიტანოთ საზიზღრობაა რა თქმა უნდა. მითუმეტეს რომ თეიმურაზი აბსოლუტურად ცარიელი ადგილია ამ ამბავში.

“ჯაყოს ხიზნები” ჯავახიშვილის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და თანაც ღირსეულად. აქ იმდენად რეალისტურად არის ნაჩვენები, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ იცლება ადამიანი ღირსებისაგან..

ამ რომანზე საუბრისას ყველა, ჯაყოსა და თეიმურაზზე საუბრობს და მარგო ყველას ავიწყდება. მარგო არის მთავარი რგოლი ამ ჯაჭვისა. მისი ფუნქცია ამ რომანში იმხელაა რომ რომელი სიმბოლური აღნიშვნაც არ უნდა იგულისხმო მის უკან: ღირსება, სამშობლო, სინდისი… ფაქტია, რომ თეიმურაზის უუნარობის გამო, მისი ნებელობაც ნელ-ნელა ჯაყოს, ძლიერების გავლენის ქვეშ ექცევა.

ის დამცინავი ტონი, რომლითაც ჯავახიშვილი თეიმურაზს მოიხსენიებს საოცარ ზიზღნარევ სიბრალულს იწვევს მკითხველში. მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ინტელიგენციის გაწყვეტამ გამოიწვია ის, რაც ჩვენს ქვეყანას დაემართა და რა თქმა უნდა თეიმურაზის როგორც კულტურული საზოგადოების კრებით სახეს თანაგრძნობაც კი ეკუთვნის.

როგორც ერთხელ უკვე ვთქვი, ქართული ლიტერატურის მთლიანად ერთ ჩარჩოში მოქცევა ჩემი სტილი არ არის, მაგრამ რა ალეგორიული მნიშვნელობაც არ უნდა მიანიჭო “ჯაყოს ხიზნებს” ფაქტია, რომ ქართულ ლიტერატურაში ამგვარი სიმძიმისა და ემოციური ზემოქმედების წიგნი ბევრი არ არის…

არსებობს ასეთი აზრი, რომ ნაშინდარი, სოფელს იმიტომ ჰქვია, რომ შინდი საქართველოს მაშინდელი დროშის ფერიაო. დამაჯერებლად ჟღერს ნამდვილად. ფაქტია, რომ ყველა შემთხვევაში რეალობა უცვლელია. თუ საქმე მფარველობას ეხება კულტურას ძლიერება, სინდისს კი თავდაცვის ინსტინქტი ჯობნის ხოლმე….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: