შიგთავსზე გადასვლა

ბრმა პაემანი წიგნთან

როდესაც ახლობელთან, ან ახალ მეგობართან მივდივარ სტუმრად, პირველი რასაც ვაკეთებ, წიგნების თაროს ვეძებ თვალით. საქართველოში წიგნების თაროს ორგანიზება ძალიან დიდი ხანია ჩვევად ჩამოყალიბდა.

Translator - Writer - Tea drinker

ახლაც მახსოვს ბებიაჩემს სახლში ერთი ოთახი ჰქონდა. იქ სულ ციოდა ხოლმე, მაგრამ ხის დიდი კარადა იდგა წიგნებით სავსე და ამიტომ ვგიჟდებოდი იქ ყოფნაზე. ერთი თარო მთლიანად საბჭოთა ენციკლოპედიის ტომებს ეკავათ და ის რომ არასოდეს არავის გადაუშლია ალბათ გჯერათ.

მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ საბჭოთა კავშირის დროს, წიგნი ერთადერთი ქონება იყო, რომელიც კონფისკაციას არ ექვემდებარებოდა. ეს ტომებად ჩაწყობილი გადაუშლელი წიგნების კულტურა, ალბათ, ამით აიხსნება.

ახლა, ამას რომ ვყვები, თეიმურაზი მახსენდება, მისი გაღატაკების ხაზგასასმელად ავტორი წერს, რომ ბოლოს საკუთარი წიგნების გაყიდვაც კი მოუწია. ამას სხვა ახსნაც აქვს, რომელზეც ცალკე პოსტში ვისაუბრებ “ჯაყოს ხიზნებზე, რომ დავწერ, თავისთავად კი, საინტერესო ფაქტია.

დღეს, წიგნის მაღაზიაში რომ შევდივართ, უამრავი წიგნის გარემოცვაში, შეიძლება თავ-გზაც აგვებნას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ისევე როგორც სსრკს დროს, წიგნი დღესაც პროდუქტია, ისეთივე, როგორც საპონი ან ყავა.

დღესაც, ადამიანების ჯგუფი, ზრუნავს მის გაფორმებაზე, შეფუთვასა და რეკლამირებაზე. ანოტაციებს წერენ და არასოდეს არავინ დაწერს ისეთ ანოტაციას, რომელიც არ გაიყიდება. წიგნი სამომხმარებლო პროდუქტია, მიუხედავად მისი შინაარსისა.

საგამომცემლო ბიზნესი, ისეთივე ბიზნესია, როგორც სუპერმარკეტების ქსელი ან/და მაუწყებლობა და ასე შემდეგ. ინტელექტის წყაროს გარდა, წიგნი ასევე თვლადი ერთეულიც არის და მისი ღირებულება ციფრებში იზომება.

გუშინ მეგობართან საუბრის დროს , ვიძახდი რომ ლიტერატურული სფერო ჩვეულებრივ ვაჭრობაზე დგას. არა მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის თვალსაზრისით. აი მწერალი ავიღოთ. ის წერს თავის გამოცდილებაზე, დაკვირვებისა და ემოციების ნაყოფზე, მოაქვს ჩემთან, გამომცემელთან და მე მის შინაგანი აქტის ნაყოფს ციფრებში ვზომავ. მე როგორც შემფასებელი მის ნაშრომს იმის მიხედვით ვზომავ ემთხვევა თუ არა ის ჩემს ინტერესებს. მწერლისთვის წერა ერთგვარი მშობიარობაა და მე მის ნაყოფს როგორც სასაქონლე პროდუქტს ისე ვაფასებ და გასაყიდ ფასს ვუდგენ. ვფუთავ ისე, რომ მკითხველმა იყიდოს და აქ მთავრდება. წაიკითხავ თუ არა შენი გადასაწყვეტია.
ასე ჩნდება ბესტსელერები, რომლებიც ყველა გამომცემლის ინტერესის საგანია. ცოდვას ვერ ვიტყვი, და ზოგჯერ ბესტსელერები ამართლებს კიდეც, მაგრამ ძირითადად რეკლამა არის ის, რაზეც დგას წიგნის წარმატება. მახსოვს, ერთ-ერთ გამომცემლობას, ჰქონდა პროექტი “ბრმა პაემანი წიგნთან,” მაგრამ მე თუ მკითხავთ, წიგნთან პაემანი ყოველთვის ბრმა არის. რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი ის, რომ რეკლამა ბევრს ნიშნავს; მეორე- სულ რომ ზუსტად ვიცოდეთ, რას ვყიდულობთ, წიგნი ინდივიდუალურ მკითხველზე არასოდესაა გათვლილი და შეიძლება პაემანი არ შედგეს. მესამე კი ის არის, რომ როცა ადამიანი ნამდვილი მკითხველია, კონკრეტულ წიგნს ყოველთვის უკვე წაკითხულის ფონზე აღიქვამს და შედარებას ახდენს. აქ კი წიგნი და მკითხველი მარტონი რჩებიან და ნამდვილი მკითხველი აღარ ტყუვდება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: