შიგთავსზე გადასვლა

წვრილმანების ღმერთი

დალიტი, ხელშეუხებელი… სანსკრიტის მიხედვით დალიტები არიან ინდური კასტური წყობილების ყველაზე დაბალი ფენა. დალიტები ხელშეუხებელნი არიან. მაღალი კასტის წარმომადგენელთათვის მათთან შეხება შეურაცხმყოფელია და ისინი აუცილებლად უნდა განიწმინდონ ამის შემდეგ. აქვე უნდა ითქვას რომ თავად სიტყვა დალიტი გახლეჩილს, გაყოფილს ნიშნავს და ამ კასტის წარმომადგენლები, ბოლო მონაცემებით, ინდოეთის 16,6%ს შეადგენენ. ველუტაც ერთ-ერთი მათგანი იყო.

Image result for წვრილმანების ღმერთი

არუნდატი როი, ინდური წარმოშობის ინგლისურენოვანი მწერალია. ეს ჯერჯერობით მისი ერთადერთი წიგნია და ამ წიგნში მან ბუკერის პრემიაც მიიღო, მითუმეტეს რომ ის საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი ინდური სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის მიმართ და ამას ერთი ოჯახის მაგალითზე საკმაოდ ოსტატურად გვიჩვენებს.

წიგნი მთლიანად აწყობილია ფლეშბექების მეშვეობით. ისეთი შეგრძნება გიჩნდება, რომ ავტორი სათითაო სიტყვას გემოს ატანს. ყვება ამბავს ტყუპების, ესტასა და რაჰელის და მათი ოჯახის შესახებ. ამუზე, რომელიც თავიდანვე განწირულია მარტოობისათვის რადგან ის არის ინდოელი ქალი რომელიც ინგლისელს გაჰყვა ცოლად ორი შვილი გაუჩინა და შემდგომ განქორწინებული დაბრუნდა მშობლებთან. ეს ჩვენთვის დღეს ჩვეულებრივი ამბავია, ასე ვთქვათ ვის არ მოსვლია, მაგრამ ჩვენ ხომ ინდოეთზე ვსაუბრობთ, ინდოეთი კი არა მხოლოდ თავისი ბუნებით არის ეგზოტიკური, არამედ იქ სამყაროს აღქმის წესებიც სხვა არის. ჭეშმარიტი ინდოელი ქალი ქმრის სიკვდილის შემდეგ ცეცხლში უნდა შეხტეს და თავი დაიწვას, ასე იყო ისტორიულად. ამით იმის თქმა მინდა რომ ინდოეთში ყველაფერი გათვლილია. ვინ უნდა გიყვარდეს, როგორ, როგორ უნდა გეცვას, იარო, რას უნდა შეეხო, რას არა… ინდოეთში ყველაფერი გათვლილი და ნაფიქრია.

ამუს ქალური ტრაგედია იმაშია, რომ მას როგორც ქალს მომავალი არ აქვს. ის განქორწინებულია და მთელი ცხოვრება მშობლების სახლში უნდა იცხოვროს, ისე როგორც, ციცქნა კოჩამამ.

ესტა და რაჰელი, ტყუპები. მათი დედის, ამუს ცხოვრება თავისთავად გავლენას ახდენს მათზე. ისინი თითქოს ერთნი არიან. როდესაც ესტაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს კინოთეატრის ჰოლში მომხდარი ამბავი, აქ ავტორი შეიძლება ითქვას უმოწყალო მოულოდნელობას გვთავაზობს. გვაჩვენებს, თუ როგორ მოულოდნელად შეიძლება ბავშვი ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ასევე ხაზგასმით არის ნაჩვენები, როგორ შეიძლება მსხვერპლს თავი დამნაშავედ აგრძნობინო, თუკი საზოგადოება ამაში ხელს გიწყობს.

ციცქნა კოჩამა, რომანის მთავარი ტკივილია. ქალი რომლის ცხოვრებაც გარკვეულწილად ჰგავს კიდეც ამუს ცხოვრებას. მის თავს ერთადერთი რაც მომხდარა კათოლიკე მღვდლის სიყვარულია თუმცა ისე, როგორც ამუს მასაც მოუწია მშობლებთან დაბრუნება და ასე დამთავრდა ციცქნა კოჩამას როგორც პიროვნების არსებობა. ის თავისი საქციელით ერთგვარად შურს იძიებს ადამიანებზე ვინც ბედნიერების ძიებას ბედავენ. შურს იძიებს ამუზე, რომელსაც ეყო გამბედაობა ცხოვრების გაგრძელება ეცადა, რადგან თვითონ ეს ვერ გაბედა.

Image result for god of small things

ამუ რომ ველუტას არ შეხვედროდა, სავარაუდოდ , ციცქნა კოჩამას დაემსგავსებოდა. ინდოეთის ამ ეგზოტიკის ქვეშ ისეთი კულტურული საპყრობილე იმალება, განსაკუთრებით ქალებისათვის, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ თანაგანცდას კლავს. აი მაგალითად, ბოლოს უკვე ამუს განცდების კვალდაკვალ, ვხედავთ, რომ ის ესტასა და რაჰელს ადანაშაულებს თავის უბედურებაში. მან საკუთარი შვილები სასჯელად დაინახა და ამით უბიძგა მათ გაქცევისკენ რამაც გამოიწვია სოფი მოლის სიკვდილი.

სოფი მოლი, რომლის სიკვდილშიც ესტა და რაჰელი თავს იდანაშაულებენ, რომანის დასაწყისშივე ჩანს, უკვე გარდაცვლილი და აქედან იწყება ფლეშბექი იმის გამოსარკვევად თუ რა მოხდა სინამდვილეში. მთელი რომანის განმავლობაში გმირები სოფი მოლის დასახვედრად ემზადებიან და ისე ელოდებიან, როგორც გოდოს. ოღონდ, ეს გოდო ჩამოდის, საშობაოდ, დედასთან, მარგარეტ კოჩამასთან ერთად. მარგარეტ კოჩამა ჩაკოს ყოფილი ცოლია ჩაკო კი ტყუპების ბიძა და ამუს ძმა არის, რომელიც როცა ყველაფერს შეიტყობს ამუს ოთახში კეტავს. ამ ამბის გახმაურებაში ციცქნას მიუძღვის ლომის წვლილი. ამიტომ ნამდვილად რომანის მთავარი ტკივილია. ამ რომანში თანაგრძნობის, თანაგანცდის კვალიც კი არსადაა, თუ ტყუპებს არ ჩავთვლით.

ტყუპებს, რაჰელს და ესტას ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთს დააშორეს, მაინც ერთნი არიან და ეს არის სწორედ მათ შორის სექსუალური ურთიერთობის მიზეზიც. ისინი, უკვე ზრდასრულები საკუთარ იდენტობას ეძებენ. გარდა ამისა პარალელი ივლება ამუსა და ველუტას ურთიერთობასთან. ეს ორივე შემთხვევა სიყვარულის წესების დარღვევაა. რაზეც არის კიდეც მთელი ნაწარმოები აგებული.

ველუტას, ამუს, სოფი მოლის სიკვდილი, სამივე დარღვეული წესების შედეგია. სამყაროში სადაც სუნთქვასაც კი თავისი წესები აქვს სიყვარულიც კი ვერ გაგათავისუფლებს. სწორედ ასეთი სამყაროა აიემენემში. წვრილმანების, დანაკარგების ღმერთი, განწირულია დასაღუპად, რადგან აქ თავისუფლების ადგილი არ არის.
ნათელი სევდისა და საოცარი სინანულის განცდაა ეს წიგნი. ამ საოცარ ქვეყანაში ასეთი რამ ხდება და ავტორს ძალიან მყარად შეუძლია ყველა არგუმენტი ერთ კითხვაში გააერთიანოს. რა, არაა? და მე ვერ ვეტყვი, რომ არა, ქალბატონო, ინდოეთის ფერადი ცის ქვეშ, ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს.

count)s კომენტარი »

  1. შენ ისე რატომ ლაპარაკობ რომ ჩემს ინტელექტუალურ შესაძლებლობებში ეჭვი შევიტანო? შენ მაინც უნდა ხვდებოდე რას ვგულისხმობდი და ორი წლის ბავშვის ტექსტებს რატო წერ?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: