შიგთავსზე გადასვლა

ჯილდოების მაგია

უკვე რამდენიმე წელია შვედეთის აკადემია უცნაურად იქცევა. ყოველ წელს, მოუთმენლად ველით ვინ მიიღებს ლიტერატურულ ოსკარს და მერე მუდამ განხილვა მიდის, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება.

Related image

მთლად ხელის ჩასაქნევადაც არ არის საქმე, ბევრ ღირსეულ ავტორს ხვდა წილად ნობელის პრემია. ბორის პასტერნაკით დაწყებული ელიას კანეტით და მისთანებით დასრულებული მაგრამ მთავარი ამბები შარშან განვითარდა.

შარშანდელ ნომინაციებში ლიტერატურის დარგი საერთოდაც არ განიხილებოდა, რადგან იმისთანა სკანდალი აიწია ნობელის კომიტეტში, თორმეტი კაცის შეკრება ვეღარ მოხერხდა რომ გამარჯვებული გამოევლინათ. საერთოდ შარშანდელი წელი ისედაც სავსე იყო მსგავსი სკანდალებით და ნობელის პრემია ვის რაში ჩამორჩებოდა?

Austria's Peter Handke won the 2019 Nobel Prize for Literature, and the postponed 2018 award went to Polish author Olga Tokarczuk, the Swedish Academy said on Thursday. October 10, 2019

წელს ველოდით ორი გამარჯვებულის გამოვლენას, ვინაიდან შარშანდელი ჯილდოც წელს გაიცა. წლევანდელ ნომინანტებში ისეთი გვარები იყო მოხსენიებული, მე პირადად ვიფიქრე ეგ არის და ავშენდით-მეთქი. გავიხედე და ორი აბსოლუტურად უცხო გამარჯვებული მივიღეთ საჩუქრად. ღმერთმანი მათ არაფერს ვერჩი, ოლგა ტოკარჩუკის პატარა მოთხრობა ჩამივარდა ხელში და შეიძლება ითქვას, რომ არაუშავდა მაგრამ საქმე სხვა რამეშია.

რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ ამა თუ იმ მწერლისა თუ წიგნის სიყვარულზე, ლიტერატურას მაინც აქვს თავისი შეფასების კრიტერიუმები. ლიტერატურაც თავისთავად მეცნიერებაა და სწორედ ამ მეცნიერების ხელსაწყოებით განირჩევა ერთმანეთისგან ნაკლები და მეტი ლიტერატურა. სად უნდა მოითხოვო ლიტერატურის შეფასება თუ არა შვედეთის აკადემიაში?

მოდით ვაღიაროთ, რომ ისევე როგორც კინოში, ლიტერატურაშიც მძაფრად არის გაბატონებული პოლიტიკური კონტექსტი. სანამ გამარჯვებულები გამოცხადდებოდა, კულუარებიდან გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს შვედეთის აკადემია ჯილდოების გადაცემას ორი შავკანიანი ქალისათვის აპირებდა. ალბათ ხვდებით, რომ ჭკუა ეყოთ, ეს რომ არ გააკეთეს. აქ თუ საუბარი ლიტერატურაზე გვაქვს მაშინ ლიტერატურას კანის ფერთან და სქესთან არაფერი აქვს საერთო.

ყოველთვის გულს მტკენდა ლიტერატურის მიმართ აგდებული დამოკიდებულება. ეს არანაკლები მეცნიერებაა ვიდრე ფიზიკა ან მათემატიკა და აუცილებელია, რომ მისი კვლევა ფსევდო ნარატივების გარეშე, სოც-პოლიტიკური კონტექსტის გარეშე ხდებოდეს. მოკლედ ამ ნობელის ძლივს შეკოწიწებულ კომიტეტში, თავის მოჭრას გადარჩნენ.

უნდა გავიმეორო, წლევანდელი გამარჯვებულების შეფასებას არ ვაპირებ რადგან ჯერ არ გავცნობივარ იმდენად რომ კომენტარი გავაკეთო, მაგრამ რუშდის, ბარნსის, ან თუნდაც ეტვუდის კვალობაზე, რა ვიცი აბა.. სკეპტიკურად ვარ განწყობილი. რუშდის რომ არ მისცემდნენ ჯილდოს ეს სავარაუდო იყო, რადგან ისლამურ სამყაროსთან საქმის გაფუჭებას ერიდებიან. აქაც რა თქმა უნდა პოლიტიკური ინტერესთა კონფლიქტია. რაც მე ასე მძაგს, მაგრამ დანარჩენებს რას ერჩოდნენ ჩემთვის გაუგებარია. არ დაგვავიწყდეს, რომ გარდაცვლილ ავტორს ნობელის კომიტეტი არ აჯილდოებს. რუშდი 72 წლისაა და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ რომ მოკვდეს მერე რას აპირებენ არ ვიცი. მანამდე ბუკერის პრემიაც ეყოფა და მაგით დაკმაყოფილდესო ფიქრობენ თუ რა არის არ ვიცი.

მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ ნობელის კომიტეტი მომავალ წელს მაინც აღირსებს ჯილდოს ისეთ მწერლებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია ამას იმსახურებენ. მანამდე კი ჰანდკე და ტოკარჩუკი გავიცნოთ, რა ხალხია ასეთი ამისთანა სახელ-გვარებს რომ ამჯობინეს.

count)s კომენტარი »

  1. სწორი დაკვირვებაა.
    თუმცა მოდი ვაღიაროთ და ჯილდოებით გაზომილი ხელობნებია დედაც.
    დიდი ამბავი თუ ვინმეს ნობელს არ მისცემენ, ამით მწერლის ღირებულება არც იზომება და არც კნინდება 🙂

    Like

    • რა თქმა უნდა არა ❤ რუშდი მაინც რუშდია და ბარნსიც ისეთივე მაგარია როგორიც აქამდე იყო….ახლა ამათზე ვამყარებ იმედებს, იმედია გაამართლებენ ❤

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: