შიგთავსზე გადასვლა

ბანანა თევზის ამინდი

ახლა სწორედ ბანანა თევზის ამინდია, სიმორი ასე ამბობს. ეს ცეროდენა ამბავი ალბათ ერთადერთია, რამაც სელინჯერი როგორც ავტორი ჩემს მოკრძალებულ თვალში გადაარჩინა. მწერლები ტრამვირებული ხალხია, ამიტომ ამბობენ ოპტიმისტები ცუდად წერენო და ზოგჯერ მწერლის ტრამვების მკურნალობა შეუძლებელია.

“A Perfect Day for Bananafish” by J.D. Salinger | 29 Short Stories You Need To Read In Your Twenties

აი სელინჯერიც ვერ აღწევს თავს “მომხმარებელ” სამყაროს. მატერიალიზმის მიმართ სიძულვილი მის ნამუშევრებს სულ ფონად გასდევს. “ბანანა თევზის ამინდი” კი ასე ვთქვათ “პირში მთქმელი მოთხრობაა” სიმორი ომიდან ახალი დაბრუნებულია და იქაური ტრამვები რა თქმა უნდა გამოყოლილი აქვს. ომში ალბათ ყველაზე მწარედ შეიცნობა სიცოცხლის წარმავალობაც, ადამიანის გამხეცებაცა და “ზიზილ-პიპილების” ამაოებაც.

Related image

სიმორის ცოლი და კიდევ უარესი სიდედრი კაპიტალიზმის ზუსტი ხატები არიან. ნამდვილი ბანანა თევზები, რომლებსაც მაქსიმუმ მოდაზე შეუძლიათ საუბარი. ერთი წიგნი აჩუქა სიმორმა ცოლს თანაც რაინერ მარია რილკეს ლექსების კრებული და ისიც ისე მიაგდო არც შეუხედავს და მხოლოდ სასხვათაშორისოდ გაახსენდა დედასთან ჭორაობის დროს. სიმორის ცოლი მურიელი ისე მონდომებით ისვამს ფრჩხილებზე ლაქს გეგონება ამით რაღაცას ამტკიცებს, პრინციპში მეტი საქმე არც აქვს თან ფერმკრთალი ქმრისგან განსხვავებით მზეზეა დახრაკული და იხტიბარს არ იტეხავს.

მოთხრობაში ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად გამოყოფილი სცენაა. მურიელისა და სიმორის. მათი სამყაროებივით გამოყოფილი. მურიელი და მისი დედიკო იმ სასტუმროს ოთახივით არიან, რომელშიც სიმორი და მურიელი ცხოვრობენ. აცეტონისა და ავეჯის სუნით გაჟღენთილები ხოლო სიმორი შიშველი ბუნების ნაწილია და ისინი ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. ამიტომაც უყურებენ ცოლი და სიდედრი სიმორს როგორც გიჟს და გადარეულს, სიდედრის ხმაში ცოტა შიშიც კი იგრძნობა მის მიმართ.

სიბილი, ის პატარა გოგო, სიმორი რომ ხვდება ხოლმე პლაჟზე უმანკოების სიმბოლოა ამიტომაც ხედავს სიმორი მის ყვითელ საცურაო კოსტიუმს ლურჯად, ის ამ ფერს უმანკოებასთან აკავშირებს. სწორედ მას უყვება სიმორი ბანანა თევზის ამბავს, ბევრი ბანანის ჭამისგან მუცელი რომ უსივდება და ბანანის ღრმულს თავს ვერ აღწევს.

ყველაფერს შეიძლება შეეჩვიოს ადამიანი? სიმორი ვერ შეეჩვია, ამიტომ გადაწყვიტა სიკვდილი. ეს აცეტონისა და გადამეტებული უდარდელობის ნაზავი მისთვის აუტანელი აღმოჩნდა. სიბელი გაიზრდება და შეიძლება მურიელივით ზიზილ-პიპილების ღრმულში გაჭედილი მოკვდეს, ბანანა თევზი გახდეს ან ბანანა თევზები იხსნას სამარცხვინო სიკვდილისაგან.

ახლა სწორედ ბანანა თევზის ამინდია, თუ ბანანა თევზი არ იქნები შენც სიმორივით შლეგად ჩაგთვლიან. ბანანა თევზებს კი რა გამოლევს მაგრამ მათი გადარჩენა უკვე შეუძლებელია.

ორიგინალში მოთხრობას A perfect day for banana fish ქვია და ზუსტად გამოხატავს იმას, რაზეც სელინჯერი საუბრობს. ახლა ბანანა თევზების დროა, ბანანა თევზების, საკუთარი დაუცხრომელი მადის მსხვერპლნი რომ ხდებიან.

count)s კომენტარი »

  1. მაგრად გაგიგია, ომში ზიზილ-პიპილების ამაოება შეიცნობა :/
    მწერალი ამათრახებს დრომოჭმულ კაპიტალისტურ წყობას და მეშჩანურ სულისკვეთებას იბაზრე
    სგ

    Like

    • შენ გაგიგია ძაან მაგრად რაც დავწერე :დ აქ ეგრე არ წერია მეორე მსოფლიო ომიდან რომ ჩამოხვალ და სახლში მურიელის ნაირი ცოლი გხვდება ამდენი სისხლის და გაჭირვების ფონზე გაზულუქებული ქალი ცოტა საზიზღარი საყურებელია კაპიტალიზმი მაგ გაგებით არ მიგულისხმია უბრალოდ იქ ხალხი ჩაიხოცა და აქ კიდე ისე ცხოვრობდნენ თითქოს აქ არაფერი……

      Like

      • ჰო ეგ გასაგებია, უბრალოდ ისეთი შემართებით გააცამტვერე ის საწყალი ცოლი რო საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული წიგნების წინასიტყვაობები დამიდგა თვალწინ :დ
        ისე მეორენაირადაც მომისმენია მაგის ახსნა, რომ თვითონ მთავარი გმირია ბანანათევზი და სახლში კი დაბრუნდა, მაგრამ ომში რაც გამოიარა იმას თავს ვეღარ აღწევს
        ეს შეგიძლია ნახო, ცოტა სხვა რამეზე კი ლაპარაკობს, მაგრამ ეგეც ურევია

        Like

      • ნახე, ბანანა თევზის ალეგორია რა არის, ტიპი რომელიც ამ საზოგადოებრივ ვნებებში რომ ბოლოს იჭედება რა… ჰოდა რა თქმა უნდა რომ სიმორი თავს ვერ აღწევს ომის ამბებს ოღონდ იმ საშინელებაგამოვლილს ამ მოჩვენებით სიმშვიდეშიც რომ დაცარიელებული და ადამიანობისგან დაცლილი ხალხი ხვდება მართლა ჭედავს და იკლავს კიდეც თავს თან ამას ისიც ამძაფრებს რომ სიბილი არსებობს, ანუ ოდესღაც ყველანი სიბილები ვიყავით და მერე გავიჭედეთ ბანანის ღრმულში

        Like

      • აჰა, ეგ უკვე მშვენივრად ჩამოყალიბებული და დალაგებულია
        და სრულიად გეთანხმები

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: