შიგთავსზე გადასვლა

ფრანგული საუზმე- “ტრიუმფალური თაღი”

კაფეებში მარტო სიარული ძალიან მიყვარს. თუ განმარტოება მინდა ყოველთვის ისეთ კაფეებს ვარჩევ, სადაც ძველი ავეჯი და ვინტაჟური გარემოა. რატომღაც ასეთი გარემო პარიზს მაგონებს. დღევანდელი პარიზის რა გითხრათ და რემარკის აღწერილ პარიზს ნამდვილად ასდის მაგარი ყავისა და ახალგამომცხვარი ბრიოშის სუნი ტყავისა და ძველი ავეჯის სუნს რომ ერევა.

Taking better travel photos: tutorial. via Brooklyn Limestone

აი, რავიკს კი ყავისა და ბრიოშის გარდა კალვადოსიც უყვარდა. კალვადოსი ვაშლისაგან დამზადებული სპირტიანი სასმელია. დაახლოებით სიდრის ბიძაშვილი. ნორმანდიული წარმოშობისა.

სვამდა ექიმი რავიკი ამ კალვადოსს, რომელიღაც ფრანგულ ბისტროში და ათას რამეზე ფიქრობდა, მაგრამ აი ჟოან მადუს ამბავი მაინც სულ სხვა იყო. ჯერ მე არ მეგულება გოგო, რემარკის “ტრიუმფალურ თაღს ” კითხულობდეს და ჟოან მადუ ჭირის დღესავით არ სძულდეს. რატომ სძულთ ხოლმე მკითხველ გოგონებს მთავარი გმირი გოგონები ხომ იცით? ის ავყია დედაკაცი ბედავს და ჩვენს ბიჭს კისერზე ეკიდება. გასაბრაზებელია, რასაკვირველია.
თანაც რავიკი ზუსტად ჯდება იმ პარამეტრებში, რაც იმ ერთადერთს უნდა ახასიათებდეს. ექიმია, გერმანული პედანტიზმით, მოხდენილი ჩაცმულობით თავშეკავებულობითა მსუბუქი ალკოჰოლის არომატით. მოკლედ ნამდვილი დიმიტრია გელოვანი.

love, couple, and vintage image

რემარკი აქაც არ ივიწყებს თავისი დაკარგული თაობის ტკივილებს, რავიკიც ხომ გერმანული წარმოშობისაა (ოღონდ ეს ისე, ჩუმად) და რა თქმა უნდა მასაც, როგორც ყველა ემიგრანტს თავისი გაჭირვება აქვს.

- Celebrities #Celebrities #Celebrities

სიმართლე გითხრათ, თუკი ერთხელ მაინც გინახავთ თავად რემარკის ფოტო სწორედ ასეთი წარმომედგინა რავიკი, როცა ვკითხულობდი და მგონია, რომ არ ვცდებოდი. ისე, თვითონ ჰერ რემარკიც ვერ დაიწუწუნებდა გოგოების ამბავში. აქეთ ილზე ზამბონაო, იქით ჰედი ლამარიო მერე დოლორეს დელ რიო, პოლეტ გოდარი და ყველაზე საფუძვლიანად და ომახიანად მარლენე დიტრიხი. თუ ვინმეს დაგაინტერესათ ნახეთ და მიხვდებით, ერთი მეორეზე უკეთესი გოგოები იყვნენ.

რავიკს კიდევ ეს ჟოანი… აი ჩვენ რომ ქარაფშუტას ვეძახით ეგეთი ქალი. ხელს და ნერვებს ერთდროულად რომ გიშლის და ეს ქალური ეგოიზმი არ ასვენებს. ბოლოს ზუსტად ისე ამთავრებს როგორც ქარაფშუტებს შეშვენით. როცა წარსულს და მომავალს თავდაყირა დააყენებენ ხოლმე. რა გინდა შე კაი ადამიანო, ყველაზე მაგარ ბიჭს უყვარხარ მსოფლიოში და დაოკდი რა თუ ღმერთი გწამს.

ისე ახლა ძალიან თავისუფლად ვწერ და ამ ტექსტს აკადემიურობასთან კავშირი სულ არ აქვს, მაგრამ ერთმა ბიჭმა მითხრა უნივერსიტეტში, გმირებთან გაგებაში და სიყვარულში შესვლა არ გინდაო. ვიცი, რომ კვლევის პროცესში ეს ობიექტურობას დამაკარგვინებს მაგრამ, დედას გეფიცებით რავიკის არსიყვარული არ შეიძლება. თუ ჩემი არ გჯერათ “ტრიუმფალური თაღი” წაიკითხეთ და დარწმუნდებით. არ ვიცი რემარკს რა ჰქონდა ჩაფიქრებული მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მჯერა, რომ რავიკი მისი დიიიდი ნაწილია და მე ის თავდავიწყებით მიყვარს.

წავალ მე ჩემს ვინტაჟურ კაფეში, ფანჯარასთან მდგომ მაგიდას ავირჩევ ჩამოვჯდები, ყავას დავლევ და იქნებ კალვადოსის მოყვარულ ექიმსაც გადავეყარო, ამბობენ ცხოვრება შემთხვევითობააო, ლიტერატურისგან განსხვავებით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: