შიგთავსზე გადასვლა

პრემია “საბა”- ლიტერატურული ჩემპიონთა ლიგა

პრემია “საბა” 2003 წელს დაარსდა და დღემდე მთავარი ლიტერატურული პრემიაა საქართველოში. ხუმრობით ამ პრემიას ლიტერატურული ჩემპიონთა ლიგა შევარქვი. მართლა ჩემპიონთა ლიგასავით ვადევნებ ყოველწლიურად თვალს და წელს უკვე თქვენთან ერთად ვაპირებ ამის გაკეთებას. წლევანდელი პრემია “საბას” ამბებს აუცილებლად შემოგთავაზებთ ბლოგზე.

Image result for პრემია საბა

მონაწილეთა სია გამოქვეყნდა. პირველი, რასაც ასეთ დროს ვაკეთებ ხოლმე, ნაცნობ სახეებს ვეძებ სიაში და ხშირად მიხარია კიდეც თუ ვერ ვპოულობ, ეს ნიშნავს რომ ქართული ლიტერატურული სამყარო ახალ სახეს იღებს. “საბას” მნიშვნელობა იმაშიც არის, რომ მასში გამარჯვებული წიგნები ხშირად ქართული საზოგადოების მდგომარეობას აჩვენებს. აქ იმდენად ლიტერატურულ ღირებულებაზე არ არის ხოლმე საუბარი, რამდენადაც აქტუალობაზე. იმის მიხედვით, რა ნაწარმოებებს მიენიჭა უპირატესობა შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქვეყანაში არსებულ რეალობაზე. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ მე ყოველთვის შორს ვიყავი აზრისგან, რომ მწერალი გარემოების საყვირი უნდა იყოს და იმაზე წერდეს, რაც სხვებს აწუხებთ.

Image result for პრემია საბა

კიდევ ერთი საინტერესო ნომინაცია, წლის დებიუტია, ეს ყველაზე საინტერესოა იმით, რომ ახალგაზრდა მწერლებს ეძლევათ საშუალება თავი წარმოაჩინონ. აქვე ისიც უნდა ვთქვათ რომ ჯილდოების მთავარი მუღამი ის არის, რომ როცა გავიგებთ ვიღაცამ ვისზეც არაფერი გვსმენოდა ჯილდო აიღოო დავინტერესდებით და ვიტყვით ნეტა რას წერსო.

“საბა 2019″ის მონაწილეთა სია საბას ოფიციალურ საიტზეა ატვირთული და შეგიძლიათ ნახოთ. აქვე ერთ რჩევას მოგცემთ, გამოიყენეთ ეს სია “რა წავიკითხო” პრინციპით და შემდეგ უფრო დიდი მუღამი გექნებათ დაჯილდოების ყურებისას რადგან ფავორიტები აუცილებლად გეყოლებათ. ამასწინად, ერთ-ერთ ჯგუფში იკითხეს საუკეთესო მთარგმნელი ვინ არისო ჰოდა საბას თარგმანის ნომინაციაში იმდენი თარგმანია მოცემული რომ დასხედით და ისიამოვნეთ და მერე ვნახოთ გახდება თუ არა თქვენი ფავორიტი გამარჯვებული.

შარშანდელი “საბა” ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში ჩატარდა სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული ჰოდა, მთელი უცხოური ნომინაციები რომ გერმანიამ დაიტაცა ალბათ არ გაგიკვირდებათ. ჯერ ერთი, მადლობა რატი ამაღლობელს და თი ბი სის მეტი რომ არაფერი, “საბა” მართლა ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა და ეს რომ არ იყოს, სულ ისე დავრჩებოდით, მაგრამ სასურველია, რომ მეტი იყოს ასეთი ჯილდოები, ეს ძალიან დიდი სტიმულია ავტორის, მთარგმნელისა და გამომცემლობისათვის და სხვათა შორის მკითხველისთვისაც. შარშან, პირდაპირი ტრანსლაცია “არტ-არეამ” გააკეთა, პირდაპირ ვიტყვი და საშინელება იყო, ხმის ამბავში ხელი აუცდათ თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ გერმანული ვისწავლე მგონი.

წელს ძალიან ბევრი საინტერესო ავტორი და ნაწარმოებია საბას სიაში, ვნახოთ რა მოხდება და შემდეგ ერთად შევაფასოთ. სიტყვას გაძლევთ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყურადღებით ვიქნები და არაფერს გამოგაპარებთ, თქვენ მხოლოდ ჩემთან ერთად იყავით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: