შიგთავსზე გადასვლა

ჯოისის სიკვდილი

მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი, ირლანდია. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, მე ერთი ჩვეულებრივი დამწყები ლიტერატურის ჭია ვიჯდები ჩემს ნაქირავებ ოთახში და ვიფიქრებ იმაზე, რა გააკეთა კაცმა, რომელმაც ირლანდია გამოხატა და გამოკვეთა არა რუკაზე, არამედ მკითხველის გონებაში ისე, რომ დუბლინის ხსენებაზე არასოდეს გაგახსენდება რომ ის ბრიტანეთის ნაწილია, უბრალოდ ნათლად დაინახავ ეველინს, საჩუქრის საყიდლად ბაზარში გაქცეულ პატარა ბიჭს და ადამიანებს რომლებიც მუდამ ელოდებიან რაღაც ახალს, ცვლილებას რომელიც ჰაერივით სჭირდებათ.

“Me. And me now.”

დუბლინელების ყოველდღიურობას მუდმივად თან სდევს ფარული პროტესტი, სადღაც გაღწევის სურვილი ზოგჯერ საკუთარი თავისგანაც. იმ სამყაროში სადაც წესრიგი მუდამ მორჩილებაზე ოჯახურ იდილიასა და საკუთარი “მე”ს მიჩქმალვაზე დგას აუცილებლად უნდა მოხდეს რაღაც, რაც ადამიანებს შეცვლის.

The detritus of reality is the material of Joyce’s fiction. “If ‘Ulysses’ isn’t fit to read,” he once said, “life isn’t fit to live.”

“დუბლინელები” კითხვისას, თუკი არ გიჩნდება შეგრძნება იმ რუტინისა, რომელიც ადგილიდან დაძვრის საშუალებას არ გაძლევს, თუკი არ ფიქრობ სიკვდილზე, რომელიც ამ რუტინაში შემოდის და მთლიანად მისი ნაწილი ხდება მაშინ ჯოისის დუბლინს ვერ იპოვი.

“დუბლინელები” მოთხრობების სახით ტყუილად არ დაწერილა. ცალკეულ ისტორიებში, რომლებიც უბრალო ადამიანებზე გვიყვება მუდმივად იგრძნობა წარსულის ჭიდილი მომავალთან. ადამიანები მუდმივად ეჯახებიან საკუთარ ვნებებსა და რუტინას შორის ჭიდილს და მოთხრობაში “მიცვალებულები” საკვანძო მომენტია მთავარი გმირის ინიციაცია საკუთარ რეალობასთან.

იმ სამყაროში, სადაც ყოველდღიურობა შლის ემოციებს. სადაც იმდენად გართულნი ვართ რუტინაში რომ სიკვდილსაც კი ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ, სადაც იმდენად მივეჩვიეთ ყოფნას, რომ წასვლის უნარი შიშმა დაფარა, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ისიც კი რაც ჩვენთვის ჩვეულია, რასაც ასე კარგად ვიცნობთ და ვფიქრობთ “რასაკვირველია ეს ასეც უნდა იყოსო” აღმოჩნდება რომ ტყუილია. ამ ინიციაციაში, რომელიც “მიცვალებულების” მთავარი წერტილია ჩანს ის რაც ჯოისისთვის არის ყველაზე მთავარი. როდესაც ადამიანი რეალობის შემობრუნებას ეჯახება და ხვდება რომ საკუთარ თავსაც კი არ იცნობს ის სწორედ მაშინ იბადება ხელახლა.

იმის დასამტკიცებლად რომ “მიცვალებულნი” ერთ-ერთი მთავარი მოთხრობაა “დუბლინელებში” კიდევ ერთ მომენტზე შევჩერდები. ამბავი როდის ხდება? ზამთარში და დასასრულს კიდევ თოვს… ზამთარი ციკლის დასასრულია, ისევე როგორც სიკვდილი, რომელიც მთელ “დუბლინელებს” გასდევს ფონად.
თუ ერთი ციკლი არ დასრულდა, მეორე ვერ დაიწყება და ალბათ ჯოისმა ამ თოვლით ყველაზე კარგად აჩვენა, რომ მკაცრ და ასკეტურ დუბლინში, რაღაც ახლის დაბადების დრო დადგა.

1914 წელი 28 ივნისი…სერბი ნაციონალისტი გავრილო პრინციპი კლავს ავსტრია-უნგრეთის ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდსა და მის მეუღლეს, სოფის ასე იწყება პირველი მსოფლიო ომი. ზუსტად ხუთი თვით ადრე, 1914 წლის 1 იანვარს პირველად იხილავს დღის სინათლეს ჯეიმს ჯოისის “დუბლინელები” ამბავი ქალაქისა და ამბავი სამყაროს სიკვდილისა და ხელახლა დაბადებისა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: