შიგთავსზე გადასვლა

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…

საქმე იმაშია, რომ ამბობენ ეს წიგნი ძალიან ბევრი სერიული მკვლელისა და კრიმინალის საყვარელი წიგნი იყოო… ჰოო, მაგაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს, ალბათ ისინი ჰოლდენში, რომელიც მთელ ქვეყანაზეა გაბრაზებული და შეიძლება ითქვას ადგილს ვერ პოულობს საკუთარ თავს ხედავდნენ.

The Catcher in the Rye by J.D. Salinger | 22 Books You Pretend You've Read But Actually Haven't

პრინციპში, ჰოლდენი ცუდი ბიჭიაო ვერავინ იტყვის, სულაც, პირიქით. მართალია სკოლაში მუდამ პრობლემები აქვს, სპორტშიც დიდად ვერ დაიკვეხნის წარმატებებით, ან კი რა წარმატებაზეა ლაპარაკი ფილტვების გახეთქვამდე აბოლებს და საშემოდგომო კოჭლი ორიანებიც უხვად აქვს ჩამწკრივებული, მაგრამ ჰოლდენს ეგეთი ამბები დიდად არ ადარდებს, ეგღა აკლია, გალოკილ გრინგოს დაემსგავსოს, პოლოს ჯოხს დროშასავით რომ იქნევს და მამიკოს ფულებით გათამამებული სკოლის ჭერს ცხვირს ურტყამს სიარულისას. ეგეთი ტიპები ჰოლდენს დასანახად ეჯავრება.

სტრადლეიტერი ჯანდაბას, სხვებს კიდევ ჯობია, იპრანჭება, რამე-რუმე, მოკლედ იცის თავისი ღირსებები და გოგოებშიც უმართლებს მაგრამ აი ჯეინის ამბავში ჰოლდენს გული ეგლიჯება ეჭვიანობით. მთლად სტრადლეიტერივით სიმპათიური და თავდაჯერებული ვერ არის განსაკუთრებით გოგოების ამბავში მაგრამ ჯეინი ღირსების საქმეა რომ იტყვიან .

ეს ყველაფერი იქით იყოს და, ჰოლდენი რაღაცით პიტერ პენს ჰგავს, არ უნდა რომ გაიზარდოს. კიი, კაცობს უკვე და რამე, მაგრამ გულის სიღრმეში ნამდვილად არ უნდა გაბღენძილ ბიძიებს რომ დაემსგავსოს, ცხოვრებისგან გვარიანად შეჯანჯღარებულებს. ეგ კი არა, მცდელობების მიუხედავად გოგოებთან ბოლოს სულ რაღაც ემართება და უკან იხევს ხოლმე, აი ჯეინიც, ოო… ჯეინი სულ სხვაა.

აი, ფიბი, დაიკო ფიბი… ცერისოდენა კია მაგრამ ნამეტანი ჭკვიანია და ჰოლდენს ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს. ჯერ არ იცის ფიბიმ რა ელოდება სკოლაში და მშობლებსაც ჯერ არ გაუტარებიათ საცერში თან რადგან ჭკვიანი და დამჯერი გოგოა ჰოლდენივით ჯიბიდანგავარდნილიაო არავინ იტყვის.. მოკლედ ფიბი ერთადერთია ჰოლდენის ცხოვრებაში, ნამდვილ აღფრთოვანებას და სიყვარულს რომ იმსახურებს თავისი ბავშვური, შეულახავი ბუნებით. ოო, როგორ უნდა ჰოლდენსაც ფიბისავით ბავშვობაში გადასახლებაა…

იმისთანა ჯიბიდანგავარდნილსა და სწავლის სიძულვილით განმსჭვალულს ჰოლდენი რომაა, ბევრი არჩევანი არ აქვს, რადგან ბიუროკრატიასა და მსგავს სიაფანდობებში ჩაბმის წინააღმდეგია, ადგება და დამჭერად იმუშავებს კლდის პირზე, ჭვავის ყანაში მორბენალ ბავშვებს დაიცავს კლდეზე გადავარდნისაგან. ერთი სიტყვით და გაგიკვირდებათ და ერთივე გაგებით, ჰოლდენი ის ბიჭია, ვინც მუდამ იმის მცდელობაშია, რომ მაგარი ტიპი გამოჩნდეს, იმიტომ, რომ იცის რომ ყველაზე მაგარი ტიპია, ფაქტობრივად რაინდი, მაგრამ ამ უფროსებს და ბლეყვე თანაკლასელებს რას გააგებინებ…

Catcher in the Rye by SmoothSketcher


ეჰ ჩემო ჰოლდენ, რა სამწუხაროა, რომ გვინდა თუ არა მაინც გავიზრდებით დავკარგავთ იმ სისპეტაკეს რაც ბავშვობას ახლავს თან და ცივილიზაციის კლდეზეც გადავიჩეხებით. ჩემი ჰოლდენი მე ვერ დამიცავს, გავიზრდები და აღარასოდეს ვიქნები ისეთი უდარდელი. ჰო, უდარდელობაზე გამახსენდა, ნეტავ სად მიფრინავენ იხვები ზამთარში როცა ტბა იყინება? რა უდარდელები არიან ეს იხვები და როგორი სევდიანია, ჩემი ჰოლდენი, ყველაზე მაგარი ბიჭი მსოფლიოში.



შენიშვნა: ინგ.caul მემბრანა რომელიც ნაყოფს ფარავს დაბადებამდე, სავარაუდოა რომ გვარი კოლფილდი გმირისთვის შეირჩა სიმბოლურად, როგორც სიბრმავის ან უფრო ზუსტად სამყაროს არდანახვის სურვილის სიმბოლო.(ავტორის ანუ ჩემი შენიშვნა)


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: